შემეცნებითი კონკურსის 'ცოდნა ძალაა' ფინალური შეხვედრა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ორგანიზებით, გაიმართა კონკურსი სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა".

კონკურსის ფინალური შეხვედრა შედგა 12 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შემეცნებითი ტურით.

მსგავსი განცხადებები: