კონკურსი: 'ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს'


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს კონკურსს სახელად: ,,ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს".

პროექტის მიზანია გამოვლინდეს პედაგოგიური ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდეთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ 5-10 წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც გაგვიზიარებენ იმიტირებული საგაკვეთილო პროცესის მცირე მაგალითს. (სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, რომ ვიდეორგოლში მონაწილეობდნენ ბავშვები).

ვიდეოჩანაწერში კონკურსის მონაწილემ უნდა შეძლოს მარტივად და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცეს ქრისტიანული სწავლების მთავარი ღირებულებები ბავშვისთვის ნაცნობი და საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების, იგავების, ფილმების ან ზღაპრების გამოყენებით.

დაინტერესებულ ადამიანებს ეძლევად საშუალება, იყვნენ მაქსიმალურად თავისუფლები, კრეატიულები და ორიგინალურები, რათა სხვადასხვა საინტერესო საშუალების გამოყენებით ისაუბრონ ბავშვებთან ქრისტიანულ თემებზე: სიყვარულზე, თანადგომაზე, ერთგულებაზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, ოჯახზე, რწმენაზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია და გამოვლენი ნიჭიერ ადამიანებს მომავალში საშუალება ექნებათ საპატრიარქოსთან თანამშრომლობით გახდნენ სულიერი მეგობარი და ფასეულობათა გზამკვლევი ახალგაზრდა თაობისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, 18 წელს ზემოთ, სრულწლოვან ადამინებს. არ არის აუცილებელი მონაწილე იყოს გამოცდილი პედაგოგი ან მოქმედი მასწავლებელი

რეგისტრაციისა და ვიდეოს გამოსაგზავნად გადადით ქვემოთ მითითებული ბმულზე: https://forms.gle/hbYqpGSjTUX3uewC9

რეგისტრაციის ვადა სრულდება 23.06.2023 18:00-ზე.

საუკეთესო პრეზენტაციების ავტორები დაჯილდოვდებიან 27.06.2023.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 555697793

მსგავსი განცხადებები: