კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სპექტაკლი 'ისტორიის გაკვეთილი' წარმოადგინეს


ამა წლის 7 ოქტომბერს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა წარმოდგენა “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს.
 
სპექტაკლის ჩვენებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ესწრებოდნენ.
 
წარმოდგენის დაწყებამდე კადეტებს სიტყვით მიმართა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა, რომელმაც მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.
 
დამსწრეებს სიტყვით მიმართა აგრეთვე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ლევან ალადაშვილმა.
 
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. დამდგმელი რეჟისორია ანდრია ვაჭრიძე.

მსგავსი განცხადებები: