საველე გასვლა გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა (პირველ ორ შეხვედრაზე მოზარდებმა წმინდა გრიგოლ ფერაძისა და მარაბდის გმირებზე წარმოდგენები იხილეს).

ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთა მიერ ლეგიონის წევრებთან შეხვედრა საველე პირობებში, არაფორმალურ გარემოშიც შედგა. შეხვედრის თემას ქრისტიანული სულისკვეთებით დანახული ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებები წარმოადგენდა, ასევე, სადისკუსიო ფორმატში დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები ღირებულებითი განათლების კუთხით.

მსგავსი განცხადებები: