გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.
მორიგი საღამო ეძღვნება წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
საღამო გაიმართება 2022 წლის 11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის 1/3






















