ო. ჰენრის 'საშობაო ზღაპრისა' და 'უკანასკნელი ფოთლის' მიხედვით დადგმული სპექტაკლები წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში


2023 წლის 9 ოქტომბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოებების, "საშობაო ზღაპრისა" და „უკანასკნელი ფოთლის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ონისე ონიანი, თამარ ბუხნიკაშვილი, ქეთი ცხაკაია და ლევან ბერიკაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

მსგავსი განცხადებები: