წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების ამსახველი სპექტაკლი თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში


2023 წლის 17 ნოემბერს, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: "გრიგოლ ფერაძე", რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა "დიქსი-ლენდი".

მსგავსი განცხადებები: