ო. ჰენრის მოთხრობა 'მოგვთა საჩუქრების' მიხედვით დადგმული სპექტაკლი პანტიანში


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდია ,, 5+2"-ის ორგანიზებით იმართება.

მორიგ საღამოზე, რომელიც 2023 წლის 29 ივლისს პანტიანის კომპლექს "ახალ პანტიანში" გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის მოთხრობა „მოგვთა საჩუქრების“ მიხედვით რეჟისორ მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი "საშობაო ზღაპარი", რომელშიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ბესო ბარათაშვილი და თამარ ბუხნიკაშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ ჩოგბურთის აკადემიის წევრები და დამსვენებლები.

ფოტო: ლუკა გალდავა

მსგავსი განცხადებები: