გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი" ორგანიზებით იმართება.
მორიგი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც 2023 წლის 27 ივლისს №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში გაიმართა, მარაბდის გმირებსა და ცხრა ძმა ხერხეულიძეს მიეძღვნათ.
წყარო: სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia































