კონკურსი 'ცოდნა ძალაა'


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი მართავს კონკურსს სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა".

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის დონისა და ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა: წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.

გაგაცნობთ კონკურსის წესებს:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს (სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების გარდა);

გუნდები უნდა დაკომპლექტდეს ოთხი მონაწილისგან;

კონკურსის პირველ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა უნდა წარადგინოს 30 შეკითხვა (10 - ახალი აღთქმიდან, 10 - ჰაგიოგრაფიიდან, 10 - საქართველოს ისტორიიდან).

პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შემეცნებითი ტურით, რომელსაც გაუძღვება კომპეტენტური პირი.

უმაღლესი სასწავლებლების გუნდების დარეგისტრირება შესაძლებელია 2022 წლის 10 დეკემბრამდე.

პროექტის კოორდინატორია დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ ნომერზე: 599 987 055

მსგავსი განცხადებები: