- 2022/12/14
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.
ამჯერად მორიგი საღამო 2022 წლის 11 დეკემბერს წმინდა მოწამეებს, მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად მოწამებრივად აღსრულებული სასულიერო პირების ხსოვნას მიეძღვნა.
1995 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ღვთისა და ერის წინაშე მოწამებრივი ღვაწლისათვის მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად აღსრულებული სასულიერო პირები: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოს ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და წმინდანთა დასში შეირაცხნენ.
XX საუკუნეში მძიმე რეპრესიებისა და ეკლესიის დევნის, ახალმოწამეთა ცხოვრებისა და აღსასრულის, მათი ღვაწლის მნიშვნელობის შესახებ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი ლევან მექოშვილი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
საღამოზე ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია მოწამეთა ღვაწლის შესახებ. ღონისძიება პიანისტ ოთარ მაღრაძის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციებით დასრულდა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/11/08
- 2022/11/08
- 2022/11/11
- 2022/12/09
- 2022/12/12
- 2022/12/14
- 2022/12/25
- 2022/12/25
- 2022/12/29
- 2022/12/31
- 2023/01/11
- 2023/01/31
- 2023/02/01
- 2023/02/07
- 2023/02/10
- 2023/03/23
- 2023/03/24
- 2023/03/24
- 2023/03/29
- 2023/03/30
- 2023/04/25
- 2023/05/02
- 2023/05/02
- 2023/05/04
- 2023/05/16
- 2023/06/03
- 2023/06/15
- 2023/06/26
- 2023/07/02
- 2023/09/25
- 2023/11/08
- 2023/11/08
- 2023/12/28
- 2023/12/31
- 2024/02/18
- 2024/03/29
- 2024/04/04
- 2024/04/12
- 2024/04/16
- 2024/04/22
- 2024/05/16
- 2024/06/03
- 2024/06/11
- 2024/06/17
- 2024/06/17
- 2024/07/09
- 2024/07/30