წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების ამსახველი სპექტაკლი ცენტრ 'კრწანისში'


2023 წლის 20 ნოემბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისში", საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: "გრიგოლ ფერაძე", რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

თეატრალური წარმოდგენის დაწყებამდე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც წმინდა გრიგოლ ფერაძის ღვაწლსა და საგანმანათლებლო სივრცეებში შემეცნებითი საღამოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

21.11.2023

მსგავსი განცხადებები: