შეხვედრები საპატრიარქოში (29.12.2023)


2023 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამღვდელო გადამზადების პროექტის მონაწილე სასულიერო და საერო პირებს გადაეცათ საკვირაო სკოლის პედაგოგიკის კურსის გავლის სერტიფიკატები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი, მანანა ჯინჭარაძე.

ამავე დღეს შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის პროექტთან დაკავშირებით „წერილი ღმერთს“, სადაც განხილული იყო თანამედროვე რეალობაში ბავშვისა და მოზარდის მიერ ღვთისა და რელიგიის შესახებ წარმოდგენების ანალიზი.

ბოლოს, დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარდგნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, რომელთაც მსმენელებს გააცნეს ანგარიში სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: