2023 წლის 2 ოქტომბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოების, „მოგვების საჩუქრის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ონისე ონიანი და თამარ ბუხნიკაშვილი.




























