გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმზაზიაში წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინეს


2023 წლის 18 ოქტომბერს, გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლაშა გრძელიძე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

საღამო დასრულდა ჯაზ-კვარტეტის კონცერტით, კაკო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით.

მსგავსი განცხადებები: