მღვდელმოწამე ნაზარ ლეჟავასადმი მიძღვნილი საღამო


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგი საღამო, სახელწოდებით "საქმე # 381 - ბოლშევიკური ტერორი", რომელიც დღეს, 2023 წლის 11 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს მიეძღვნა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

11.05.2023

მსგავსი განცხადებები: