გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.
მორიგი საღამო-წარმოდგენა, რომელიც 2023 წლის 3 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში" გაიმართა, მარაბდის ბრძოლის გმირებსა და ცხრა ძმა ხერხეულიძეს მიეძღვნათ.
ფოტო: ნინო სოზაშვილი





















































