ო. ჰენრის მოთხრობების, 'მოგვთა საჩუქრებისა' და 'უკანასკნელი ფოთლის' მიხედვით დადგმული სპექტაკლები დუშეთის საზოგადოებრივ პარკში


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდიის, "5+2" ორგანიზებით იმართება.

2023 წლის 15 აგვისტოს, დუშეთის საზოგადოებრივ პარკში, 18:00 და 19:00 საათებზე გამართულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოებების, „საშობაო საჩუქრისა“ და „უკანასკნელი ფოთლის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები: ბესო ბარათაშვილი, თამუნა ბუხნიკაშვილი და ქეთი ცხაკაია.

მსგავსი განცხადებები: