თბილისის წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარში წიგნის კლუბი დაარსდა


2024 წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლაში წიგნის კლუბი გაიხსნა.

კლუბში პირველი შეხვედრა მწერალ ნანი მანველიშვილთან გაიმართა, რომელმაც ლიტერატურის მნიშვნელობასა და საკუთარ ნაწარმოებებზე ისაუბრა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: თამთა ხუციშვილი და ანი კუდუხაშვილი.

კლუბი წიგნებით გამომცემლობა პალიტრა L-მა უზრუნველყო.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: