ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სპექტაკლი 'ისტორიის გაკვეთილი' ჩატარდა


ამა წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა სპექტაკლი “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასა და მოზარდებში ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების წინ წამოწევის მიზნით, იგეგმება წარმოდგენის სხვადასხვა სკოლაში ჩატარება.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

02.10.2024

მსგავსი განცხადებები: