გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი" ორგანიზებით იმართება.
„მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე“ - ამ სახელწოდების თეატრალური წარმოდგენა დღეს, 2023 წლის 20 ივლისს, კრძანისის სასწავლო ცენტრში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი



















































