წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ქადაგებანის ორტომეულის პრეზენტაცია უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში


გრძელდება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ერთობლივი პროექტები.

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უსინათლოთა კულტურის ცენტრის ბიბლიოფონოთეკამ გაახმოვანა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ქადაგებანის ორტომეული.

2023 წლის 21 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა უსინათლოთა კულტურის ცენტრში, რომელსაც ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები.

გრძელდება მუშაობა ღირსი იოანე დამასკელის ნაშრომზე: „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“.

მსგავსი განცხადებები: