- 2024/06/18
2024 წლის 17 ივნისს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტ "ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროექტი თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია რომ მისი ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბანაკის გახსნა მიულოცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ წელს „ჯარის ბანაკის" პროექტი გაფართოვდა. შესაბამისად, ბანაკი განხორციელდება სამ ადგილზე: საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში და მასში მონაწილეობას მე-10 და მე-11 კლასების 2160 მოსწავლე მიიღებს.
ბანაკის ხანგრძლივობა 6 დღე იქნება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნულ ადგილებზე მოსწავლეების ახალი ნაკადის ჩაყვანა. ჯარის ბანაკი ჯამში მოსწავლეთა 8 ნაკადს მიიღებს.
პროექტში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც, აგრეთვე ფსიქოლოგები და პედაგოგები. გაცნობითი ხასიათის მეცადინეობები ჩატარდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: პირველადი სამედიცინო მომზადება, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, სამთო მომზადება და თვითგადარჩენა.
პროექტში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობა გულისხმობს ყოველი კვირის ორშაბათს ორსაათიან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოზარდებთან პატრიოტულ და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხთა შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „იცანი“ მიერ სხვადასხვა წმინდანის შესახებ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციების წარდგენა ახალგაზრდებისათვის.
შედეგად, ერთი კვირა, რომელსაც მოსწავლეები კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ბაზაზე გაატარებენ, მათთვის მეტად ღირებული და დაუვიწყარი იქნება.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/11/08
- 2022/11/08
- 2022/11/11
- 2022/12/09
- 2022/12/12
- 2022/12/14
- 2022/12/25
- 2022/12/25
- 2022/12/29
- 2022/12/31
- 2023/01/11
- 2023/01/31
- 2023/02/01
- 2023/02/07
- 2023/02/10
- 2023/03/23
- 2023/03/24
- 2023/03/24
- 2023/03/29
- 2023/03/30
- 2023/04/25
- 2023/05/02
- 2023/05/02
- 2023/05/04
- 2023/05/16
- 2023/06/03
- 2023/06/15
- 2023/06/26
- 2023/07/02
- 2023/09/25
- 2023/11/08
- 2023/11/08
- 2023/12/28
- 2023/12/31
- 2024/02/18
- 2024/03/29
- 2024/04/04
- 2024/04/12
- 2024/04/16
- 2024/04/22
- 2024/05/16
- 2024/06/03
- 2024/06/11
- 2024/06/17
- 2024/06/17
- 2024/07/09
- 2024/07/30