წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარმოდგენა ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე


2023 წლის 25 ოქტომბერს, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

დამსწრე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

მსგავსი განცხადებები: