2024 წლის 1-12 თებერვალს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების "იცანი" ორგანიზებით, თბილისის 31-ე, 65-ე, 85-ე, 107-ე, 168-ე და 215-ე საჯარო სკოლებში, რობერტ შუმანის ევროპულ სკოლასა და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო ბაზაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: „მარაბდის გმირები“, „გრიგოლ ფერაძე“ და „შობის ღამის სტუმარი“.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა სამრევლოებმა:
თბილისის წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი - დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მღვდელი ზაქარია ინატაშვილი;
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი - დეკანოზი ლუკა ბუჩუკური;
ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი - დეკანოზი ლევან მექოშვილი;
სულიწმინდის სახელობის ტაძარი - არქიმანდრიტი მიქაელი (ბრეგვაძე).























































