2023 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლაშა გრძელიძე.










































