ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სპექტაკლი 'გრიგოლ ფერაძე' წარმოადგინეს


2024 წლის 30 მაისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იცანი” ორგანიზებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერთა სასწავლო ბატალიონთან, ჩატარდა რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლი ,,გრიგოლ ფერაძე'', რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები ცოცხალი შესრულებით.

მსგავსი სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს იუნკერთათვის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და ამაღლებას.

მსგავსი განცხადებები: