ნოემბერ-დეკემბერში გამართული თეატრალური წარმოდგენები სასწავლო დაწესებულებებში


2023 წლის 20-30 ნოემბერსა და 1-29 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდიის „5+2“ ორგანიზებით, თბილისის მე-6, მე-20, 21-ე, 29-ე, 30-ე, 37-ე, 41-ე, 47-ე, 49-ე, 52-ე, 65-ე, 123-ე, 144-ე, 195-ე საჯარო სკოლებში, მე-6 საავტორო სკოლაში, სკოლებში: „მოძღვარი“ და „მერმისი“, თანამედროვე განათლების აკადემიასა და რობერტ შუმანის ევროპულ სასწავლებელში, წარმოდგენილი იყო ო. ჰენრის ნაწარმოებების, „სანამ ავტო იცდის“, „უკანასკნელი ფოთლისა“ და „მოგვების საჩუქრის“, აგრეთვე ანტონ ჩეხოვის „მომგებიანი ბილეთის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლები.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა, დეკანოზებმა: არჩილ ხაჩიძემ, იაკობ მახნიაშვილმა, ლევან ალადაშვილმა, ნიკოლოზ ტატუაშვილმა, დავით ტატანაშვილმა, შალვა ჯაჯანიძემ, იოანე გორელიშვილმა და გიორგი კალანდიამ; აგრეთე მღვდლებმა: ზაქარია ინატაშვილმა, თეოდორე ფარნაშვილმა, ვახტანგ ყიასაშვილმა, ნიკოლოზ როინიშვილმა და არქიმანდრიტმა მიქაელ ბრეგვაძემ.

მსგავსი განცხადებები: