გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.
მორიგი, რიგით მეთოთხმეტე ღონისძიება, რომელიც დღეს, 2023 წლის 27 აპრილს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) გაიმართა, მარაბდის ბრძოლის გმირებს მიეძღვნა.
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
27.04.2023























