პროექტი 'ჯარის ბანაკი'


თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია.

პროექტს უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ახორციელებს და მასში აქტიურად არიან ჩართული როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე ფსიქოლოგები და პედაგოგები. გაცნობითი ხასიათის მეცადინეობები ტარდება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: პირველადი სამედიცინო მომზადება, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, სამთო მომზადება და თვითგადარჩენა.

პროექტში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობა გულისხმობს ყოველი კვირის ორშაბათს ორსაათიან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოზარდებთან პატრიოტულ და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხთა შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „იცანი“ მიერ სხვადასხვა წმინდანის შესახებ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციების წარდგენა ახალგაზრდებისათვის.

შედეგად, ერთი კვირა, რომელსაც მოსწავლეები კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ბაზაზე გაატარებენ, მათთვის მეტად ღირებული და დაუვიწყარი იქნება.

მსგავსი განცხადებები: