პროექტი 'წიგნიერი ლიდერი'


2024 წლის 4 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ მონაწილეები თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც აღნიშნული სამრევლოს წინამძღვარს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილს შეხვდნენ, რომელიც მათ შვიდი საეკლესიო საიდუმლოს შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

04.04.2024

მსგავსი განცხადებები: