კონკურს 'ახალი აღთქმის' გამარჯვებულმა გუნდებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს


2024 წლის 17 მაისს სამრევლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კონკურს „ახალი აღთქმის“ გამარჯვებულმა გუნდებმა, 16 ივნისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ქვათახევის მონასტერი მოილოცეს და გაეცნენ მის ისტორიას.

ამავე დღეს მოსწავლეთათვის მონასტერში არაოფიციალურ გარემოში ტრაპეზიც გაიმართა, სადაც სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, რაც მომავალ თაობას განსაკუთრებულად ესაჭიროება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

აღნიშნული ღონისძიება ღირებულებითი განათლების ეგიდით გაიმართა.

მსგავსი განცხადებები: