წმინდა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში


2023 წლის 8 თებერვალს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც წმინდანის ცხოვრებას მიეძღვნა. მასზე მოწვეული იყვნენ სამხედრო პირები.

ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე, მის მიერ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. ასევე, მის დამოკიდებულებაზე ჯარზე და ჯარში დისციპლინის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აღინიშნა მეფის დამოკიდებულება ქვეყნის ერთგულება და ადამიანთა მსახურების მნიშვნელობა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კაპელანთა კორპუსის ერთობლივი ძალისხმევით.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

მომხსენებლები იყვნენ: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი და დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.

ღონისძიებამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა. ის მიზნად ისახავდა ეროვნულ-კულტურული და სულიერი ფასეულობების ხაზგასმას, ჯარისკაცებამდე ამ ფასეულობების მიტანასა და გაძლიერებას.

მსგავსი განცხადებები: