ახალი პროექტი 'ერთმანეთისთვის'


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს ახალ პროექტს ,,ერთმანეთისთვის".

პროექტი მოიცავს სამრევლოებში (სასულიერო და საერო პირებისათვის) შეხვედრებისა და ლექცია-სემინარების გამართვას დარგის სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან, ნარკოლოგებთან, ფსიქიატრებთან და სხვა პროფესიონალებთან იმ რთული პრობლემების შესახებ, როგორებიცაა - ლუდომანია, ნარკო, ალკო და სხვა დამოკიდებულებები, ოჯახური კონფლიქტები, მშობლებისა და მოზარდების ურთიერთგაუცხოება და სხვა პრობლემები.

პროექტის ფარგლებში სპეციალისტები კონკრეტულ ფოკუსჯგუფებთან ურთიერთობისას შეეხებიან მწვავე თემებს, ისაუბრებენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, გამოსავლის გზებზე, პრევენციასა და ადამიანების ქმედით დახმარებაზე.

პროექტით გათვალისწინებული პირველი შეხვედრა წმინდა გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის სივრცეში შედგა.

მოწვეული სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი, რომელმაც ისაუბრა ზოგადად დამოკიდებულებების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკრანდამოკიდებულებაზე როგორც მოზარდ თაობაში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში.

 

 

მსგავსი განცხადებები: