ღონისძიება - 'ნათლულები ულოცავენ პატრიარქს'


ღონისძიება - ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს"

2022 წლის 11 დეკემბერს რუსთავის მერიასთან არსებულ მოედანზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით - ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს" საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით შედგა.

უწმინდესსა და უნეტარესს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი მიულოცეს რუსთავში მცხოვრებმა ნათლულებმა. ღონისძიება სწორედ პატრიარქის ნათლულების ანსამბლის შესრულებული სიმღერებით გაიხსნა. საღამოზე ასევე შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, საგალობლები და გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლი.

მსგავსი განცხადებები: