- 2024/12/29
ამა წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ღირებულებითი განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს თანამშრომლობას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, აგრეთვე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი.
სკოლებში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების დადებით შედეგებზე ისაუბრეს სკოლების დირექტორებმა და მასწავლებლებმა.
საუბარი აგრეთვე შეეხო სამომავლო გეგმებსა და საპილოტე სკოლების რაოდენობის გაზრდას.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/11/08
- 2022/11/08
- 2022/11/11
- 2022/12/09
- 2022/12/12
- 2022/12/14
- 2022/12/25
- 2022/12/25
- 2022/12/29
- 2022/12/31
- 2023/01/11
- 2023/01/31
- 2023/02/01
- 2023/02/07
- 2023/02/10
- 2023/03/23
- 2023/03/24
- 2023/03/24
- 2023/03/29
- 2023/03/30
- 2023/04/25
- 2023/05/02
- 2023/05/02
- 2023/05/04
- 2023/05/16
- 2023/06/03
- 2023/06/15
- 2023/06/26
- 2023/07/02
- 2023/09/25
- 2023/11/08
- 2023/11/08
- 2023/12/28
- 2023/12/31
- 2024/02/18
- 2024/03/29
- 2024/04/04
- 2024/04/12
- 2024/04/16
- 2024/04/22
- 2024/05/16
- 2024/06/03
- 2024/06/11
- 2024/06/17
- 2024/06/17
- 2024/07/09
- 2024/07/30