ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოში საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის წარმომადგენლებმა მოინახულეს


ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი და დიმიტრიადის მიტროპოლიტი ეგნატე გუშინ ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს ეწვივნენ, რომელიც მკურნალობას ათენის ევანგელიზმოს საავადმყოფოში გადის და მას ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმესა და საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სახელით მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
 
უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა გულითადი მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდს და ნიშანდობლივად აღნიშნა, რომ მადლიერია ყველასი, ვინც მისი გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობს.
 
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/67316-synodikoi-ierarxes-ston-arxiepiskopo-alvanias

მსგავსი განცხადებები: